შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე ოპერაციის დაბლოკვა, რათა არ მოხდეს მათი დაუგეგმავი  წაშლა ან რედაქტირება

ოპერაციის დასაბლოკად

1. ვირჩევთ შესაბამის ოპერაციას

2. მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით ვირჩევთ ოპერაციის დაბლოკვა

 

ბლოკის მოსახსნელად

1. ვირჩევთ შესაბამის ოპერაციას

2. ვირჩევთ ოპერაციის ბლოკის მოხსნა

 

კონკრეტული მომხმარებლისთვის  გარკვეული პერიოდის ოპერაციის დაბლოკვა

1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები

2. ვირჩევთ მომხმარებლები

3. ვირჩევთ შესაბამის ჯგუფს

4. ვირჩევთ კონკრეტულ თანამშრომელს და ვარედაქტირებთ

5. თუ ველში პერიოდის დაბლოკვა ვირჩევთ თარიღს და ვაჭერთ ღილაკს შენახვა, ამ შემთხვევაში, მომხმარებელთან არ ჩანს  არჩეული თარიღის წინა პერიოდის არცერთი ოპერაცია

6. თუ ალმით მოვნიშნავთ ველს დღეებით, და ჩავწერთ მაგალითად რიცხვს 3, ამ შემთხვევაში მომხმარებელთან არ გამოჩნდება წინა სამი დღის არცერთი ოპერაცია

7. ოპერაციის შესასრულებლად ვაჭერთ ღილაკს შენახვა